დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეები საინტერესო ნაწარმოებებს გაეცნენ
06-10-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს კითხვის მიმართ ინტერესს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.

სკოლაში აქტიურად მუშაობს ბიბლიოთეკა, რომელსაც ბავშვები ხშირად სტუმრობენ. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო ნაწარმოებებს ეცნობიან და მათი წაკითხვის სურვილს გამოთქვამენ.

ამჯერადაც, ბავშვები ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ და ახალი, მათთვის საინტერესო წიგნები შეარჩიეს, გულდასმით დაათვალიერეს და წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და წიგნის კითხვის მიმართ ინტერესის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203