
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში ევროპული ენების დღეების კვირეული დასრულდა.
სკოლაში კვირეული უცხო ენების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები დაიგეგმა.
ღონისძიებები სახალისო აქტივობებს, თამაშებს - მუსიკალურ და ციფრულ ანიმაციებს მოიცავდა. აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაეცნოთ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურული თუ ენობრივ თავისებურებები“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში უცხო ენების შესწავლას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში რთავენ.
იხილეთ ფოტოები: