ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში სპორტული ღონისძიებების კვირეული გაიმართა 
06-10-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით რთავენ.

სკოლაში ამჯერად, სპორტის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მხიარული და გასართობი აქტივობები გაიმართა.

„მხიარულ სტარტებში“, რომელსაც სპორტის მასწავლებელი - გივი კერესელიძე ხელმძღვანელობდა ერთმანეთს III 4 და III 2 კლასები შეეჯიბრნენ.

ამავე აქტივობაში ერთმანეთს V 1 და V 2 კლასები დაუპირისპირდნენ, რომელთა ხელმძღვანელი სპორტის მასწავლებელი დავით ონიაშვილი იყო.

კვირეულში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ III1 და III3 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ სპორტის მასწავლებელი გივი კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

შეჯიბრში ძალები ასევე II 2 II 5 კლასების მოსწავლეებმა მოსინჯეს, რომელთა სპორტის მასწავლებელი კარლო ტრაპაიძეა.

აღნიშნული აქტივობები ასევე მოიცავდა ფეხბურთსა და კალათბურთს, რომლებშიც ერთმანეთს VIII 2 და VIII4 კლასები შეეჯიბრნენ. მათი სპორტის მასწავლებელი დავით ონიაშვილია.

სპორტის კვირეულის ფარგლებში, ჩატარებულ ხელბურთის შეჯიბრში ერთმანეთს V 3 და V 4 კლასები დაუპირისპირდნენ. მათ დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს. მათ სპორტის მასწავლებელი- დავით ონიაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203