
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა სპორტის კვირეულს ენთუზიაზმით შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა - კერძოდ, „მხიარულ სტარტებსა“ და გეზრბენში (კროსი) .
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: