
ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით, 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, სკოლებში ჩატარდა სპორტული კვირეული, რომლის მიზანი იყო მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლა კვირეულს შეუერთდა. სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ევროპის სასკოლო სპორტის დღის აღნიშვნის მიზანია, მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა, პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: