
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის დირექტორმა - თენგიზ გობაძემ პედაგოგებს მასწავლებლების დღე მიულოცა და მათ ფასდაუდებელ ღვაწლს ხაზი გაუსვა.
დირექტორმა, ასევე აღნიშნა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს პედაგოგს ღირსეული თაობების აღზრდასა და განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
სკოლა გვიზიარებს მისალოც წერილს:
„გილოცავთ მასწავლებლებო!
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ შვილებად, მიიღეთ უცხო ბავშვები და არ იშურებთ ძალას, აღიზარდონ ღირსეულ ადამიანებად. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია, რადგან თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ღირსეული თაობების აღზრდაში. მასწავლებელი ცხოვრების მეგზურია. ცხოვრების გზის დასაწყისში, პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება, ფეხზე მყარად დგომას გვასწავლის, ცოდნას გვაზიარებს და მერე მთელი სიცოცხლე მიგვყვება მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.
დასაბამიდანვე, ცხოვრებამ მასწავლებელს განუსაზღვრა ისეთი განსაკუთრებული თვისებები, როგორიცაა: ბავშვის სიყვარული, უშრეტი ენერგია, ბუნებით მომადლებული ღრმა კეთილშობილება, ხალხისა და მამულის უანგარო სიყვარული.
„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - გომაროს საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ ყველა მასწავლებელს!“, - აღნიშნავს დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ მილოცვას მოსწავლეებიც შეუერთდნენ და მისალოცი ვიდეორგოლი მოამზადეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: