ამბროლაურში „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატი“ მიმდინარეობს
06-10-2023
ამბროლაურის „გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 7 სკოლის გუნდი ეჯიბრება. ღონისძიება ამბროლაურის სპორტ-დარბაზში მიმდინარეობს და მას ტრადიციულად ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ეფუძნება „ეტალონის“ ზოგად და უკვე აპრობირებულ პრინციპებს, რაც გულისხმობს მოსწავლეთა სახალისო და მამოტივირებელი ფორმით სწავლა-განათლებით დაინტერესების პრინციპს, კითხვა-პასუხების შედგენის თანამედროვე მიდგომებს, წახალისების ფორმებს და ორიენტირებულია პოზიტიური განწყობის შექმნაზე. „ეტალონის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების გაფართოება წარმოადგენს.
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს: თითოეულ კითხვას ფონად გუნდის 5-მოსწავლიანი მსჯელობა გასდევს, გადაწყვეტილების მთავარი მიმღებნი კი გუნდის კაპიტნები არიან. 20 კითხვის შემდგომ კი შეჯიბრის გამარჯვებული სამეულიც გამოვლინდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს