
მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის ჩანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფართომასშტაბიან პროექტში სკოლის წარმოჩენა - ამ მოტივით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლა ევროპის სპორტულ კვირეულში, საინტერესო აქტივობებით ჩაერთო.
25 - 29 სექტემბერს, სკოლაში, დაუვიწყარი სპორტული ღონისძიებები გაიმართა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით, შემართებითა და საბრძოლო განწყობით მონაწილეობდნენ.
კვირეული საკმაოდ ხმაურიანი იყო, სკოლის მოედანზე ჟრიამული, გულშემატკივართა აპლოდისმენტები და სპორტულ შერკინებებში მებრძოლი მოსწავლეების ყიჟინი ისმოდა.
სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით, მათ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა - სწორედ ეს გახდა საწინდარი, კვირეულში, სკოლის წარმატებული მონაწილეობისა და დაუვიწყარი სპორტული დღესასწაულის გამართვისა.
იხილეთ ფოტოები: