ლეღვანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს
06-10-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური, ამხანაგური შეჯიბრებები გაიმართა. 

სპორტულ შერკინებაში: ჭადრაკსა და მკლავჭიდში, ერთმანეთს მასწავლებლები და მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა საკმაოდ ღირსეულად მიმდინარეობდა, ბოლოს კი ტრადიციულად, მეგობრობამ გაიმარჯვა. 

დღე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა მასწავლებლებს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს და მათ კეთილი სურვილები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203