
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ კითხვის წახალისების მიზნით, სკოლის დირექტორმა, დავით ნაჭყებიამ კითხვის მოყვარულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
დირექტორმა, ის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებიც ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ სკოლის ბიბლიოთეკას და სხვადსხვა წიგნის კითხვით იყვნენ დაკავებულნი.
ამ ჟესტით, მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია - წაიკითხონ მეტი და მეტი, სხვა მოსწავლეებს კი, მიეცათ სტიმული, რომ გააქტიურდნენ.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის წახალისება და მოსწავლეებში ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვა.