„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!“- ემოციური ღონისძიება ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლაში
06-10-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!“, გაიმართა. 

ღონისძიებაში, მთელი სასკოლო საზოგადოება დიდი მონდომებით ჩაერთო, ღონისძიებაზე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ომში დაღუპული გმირების ღვაწლი გაიხსენეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი, დაამზადეს ემბლემები, გააფორმეს სტენდი და ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე ფურცლები.

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203