წალენჯიხის N7 სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
06-10-2023

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებს, მასწავლებელმა - ხათუნა შეროზიამ, ანბანის დღესასწაული მოუწყო.

„ანბანის შემობრძანებას“ - კლასში მრავალფეროვანი აქტივობა მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც პირველკლასელებმა ქართული ასოების შესწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

მასწავლებელმა, საკლასო ოთახი თემატურად, მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთო.

ზეიმში ll -lll- lV კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მათ პირველკლასელებს უმღერეს, ანბანით დაასაჩუქრეს და „ჯადოსნური ყუთი“ შეუტანეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელები გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდნენ მასწავლებელს.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო გაკვეთილზე დირექტორი - ეკატერინე შანავა მიიწვიეს, რომელმაც პირველკლასელებს ანბანის შემობრძანება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203