
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში სპორტული კვირეულისთვის რამდენიმედღიანი სამზადისის შემდეგ სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრი გაიმართა.
აქტივობები მოიცავდა სპორტულ-გასართობ ღონისძიებას - „მხიარულ სტარტებს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ერთმანეთს ბაგირზე ცოცვასა და სპორტულ გარბენში შეეჯიბრნენ.
სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა, აღნიშნული სპორტული კვირეულის ხელმძღვანელმა, ელგუჯა ქურდიანმა, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და ასევე მაყურებლებად სკოლის მასწავლებლები, დირექცია, მშობლები მიიწვია.
„სკოლაში გაიმართა მართლაც დიდი მხიარულება - დაწყებული პირველკლასელებით, დამთავრებული მე-12 კლასელებით, გულშემატკივრებით, ყველა რაღაც ფორმით, აღტკინებითა და თავისებური შემართებით მონაწილე გახდა ამ სილაღისა. ღონისძიების დასასრულს, დავიშალეთ ჩვენი სკოლის დიდ-პატარის ერთად ყოფნის ბედნიერებით სასიამოვნოდ დაღლილები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: