
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა სპორტულ კვირეულს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ფრენბურთსა და ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა.
ასევე VII-IX კლასების მოსწავლეები, კვირეულის ფარგლებში, წყალტუბოში გამართულ ამანათრბენში (4X400მ) მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აღნიშნულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს, სადაც გოგონებმა - ნ. ხელაძემ და მ. კუხიანიძემ 1-ელი ადგილი დაიკავეს. ბიჭებმა - ნ. ხეცურიანმა და შ. ტოგონიძემ კი III ადგილი.
სკოლა მათ წარმატებას ულოცავს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: