ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
06-10-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

გვანცა გვანცელაძეს, ბორის დუნდუას და გივიკო ქუთათელაძეს ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ დ წარმატებას უსურვებენ.

„მასწავლებლის დღე უდიდესი დღესასწაულია და კიდევ უფრო ლამაზდება, როცა ამ პროფესიის უკვდავებაში შენივე აღსაზრდელები თავიანთი ნიჭით, შრომით, მონდომებით, სწავლით წარმოჩინდებიან და წარმოგაჩენენ. ივანდიდის საჯარო სკოლის  წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული საჩუქრები გადაეცათ. გილოცავთ! გისურვებთ, რომ თქვენმა ნიჭმა, მონდომებამ, შრომამ ყოველთვის მოგიტანოთ ღირსეული წარმატება",- წერს სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203