
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში სპორტის კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა - შორენა მუმლაძემ მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი აქტივობებით თითქმის ყველა კლასი წარმოადგინა.
ისინი აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულმა საინტერესოდ ჩაიარა და ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს ღონისძიებებში კვლავაც აქტიურად ჩაერთონ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: