
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი დიორამები შექმნეს.
დავალების თემა - „სალამურას თავგადასავალი“ იყო, მოსწავლეების მთავარი ამოცანა კი, დიორამის საშუალებით სიუჟეტის წარმოდგენა გახლდათ.
მოსწავლეებმა, დავალებას თავი საკმაოდ კარგად გაართვეს, სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული დიორამები დაამზადეს და საკლასო ოთახი თავიანთი ნამუშევრებით გაალამაზეს.
იხილეთ ფოტოები: