ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ
06-10-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ ევროპის სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, სპორტული აქივობები გაიმართა.

მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა გუნდები მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ, ხოლო სპორტულ-გასართობ თამაშში - „მხიარული სტარტები“ აქტიურად ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები. აღსანიშნავია, რომ მათ დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203