ბოგვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული ინტერვიუები ჩაწერეს
06-10-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტს მართავენ. ამჯერად, მეშვიდეკლასელებმა, მოქალაქეობის გაკვეთილზე, იმიტირებული ინტერვიუები თემში მცხოვრებ ადამიანებთან ჩაწერეს. მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს კითხვები თემში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს