სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა, სერგო მაღლაფერიძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. პირველკლასელებს ტრადიციისამებრ, გადასცეს კომპიუტერები, ხოლო წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და დიპლომებით. ცერემონიას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები.
„სკოლის კედლებში მოსწავლეების მხიარული სახეები ისევ გამოჩნდა. მონატრებული მოსწავლეების ხმები სასიამოვნო საკლასო ჟრიამულს ქმნიდა. საერთო მღელვარება პირველმა ზარმა გააყუჩა.
რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ვულოცავთ სწავლის დაწყებას, ნაყოფიერი ყოფილიყოს ყოველი ახალი დღე თითოეულისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: