ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნიკოლოზ ფიდუაშვილი და ნია მჭედლიშვილი წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
06-10-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის მოსწავლეებს - ნიკოლოზ ფიდუაშვილის და ნია მჭედლიშვილს კომპიუტერები გადაეცათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი ჯილდოთი მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დასაჩუქრდნენ.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოწაფეები წარჩინებული მოსწავლის სიგელით სკოლამაც დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203