წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა 
06-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ როლს ქვეყნის განვითარების საქმესა და ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში, მეტად აფასებენ. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება იმ უდიდეს ღვაწლსა და შრომას ხედავს, რასაც თითოეული პედაგოგი საკუთარ საქმეში დებს. ისინი თავდაუზოგავად ზრუნავენ იმისთვის, რომ ქვეყანას განათლებული, მოტივირებული და პატრიოტი ახალი თაობა აღუზარდონ. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღე, რასაკვირველია, ყველა პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი თარიღია. ეს უმნიშვნელოვანესი დღე კი მათ სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ მიულოცა და ყველა თანამშრომელსა და პედაგოგს სიმბოლურად, ხატი - „საქართველოს დიდება“ გადასცა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, დირექტორმა ამით საქართველოს დიდებას, სიძლიერეს და მის მომავალ განვითარებას ხაზი გაუსვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203