
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება - „სამყაროს მზე ანათებს, ცხოვრებას მასწავლებელი“, ჩატარდა.
სასკოლო საზოგადოებამ, ყველა მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა ეს დღე და პედაგოგიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი - ირმა ფუტკარაძე გახლდათ.
დღე ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც ღონისძიებით გახარებული მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: