ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.
მოსწავლეები - ზაური ბურჭულაძე, გოგა საგინაძე და ნიკოლოზ თოიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი, ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიალი ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, ღონისძიებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 95 მოსწავლე დასაჩუქრდა.
მოსწავლეებს, ოზურგეთის რესუსცენტრის ხელმძღვანელმა - ლელა იმედაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ - დავით დარჩიამ, მიღწეული წარმატება მიულოცეს, მათ წინსვლა და კეთილი სურვილები უსურვეს.
სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: