
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგი - ხათუნა ქამადაძე მუდამ ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გალამაზებაზე.
სწორედ ამ მიზნით, კლასში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შარშან ყვავილები დარგეს, ახლა კი, უკვე მერვეკლასელები მათი შრომის შედეგით ტკბებიან.
პედაგოგი, თავის მოსწავლეებს - ნინა მამულაძეს, ქრისტინა ტარიელაძეს, მაგდა აბაშიძეს, გოგა ბერიძეს, მირანდა ჯინჭარაძეს, დათო ჯაიანსა და კახა ტაკიძეს, სამოტივაციო სიტყვით მიმართავს და მათ შრომის ფასზე ესაუბრება.
„გაითვალისწინეთ ბავშვებო შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. ასეა სწავლაშიც, რასაც გააკეთებ და წაიკითხავთ - ასე იყვავილებს, გალამაზდება და განვითარდება თქვენი ცოდნა!“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: