
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ათეულში მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ხობის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 23 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 115 მოსწავლე შეეჯიბრა. გუნდურ ჩემპიონატს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ლევანი ქავთარაძე, მერის მოადგილე - დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ელისო კვიკვინია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ბეატრისა რუსია და ხობის საზოგადოებრივი ცენტრის უფროსი - კობა კობახიძე.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.