საჯიჯაოს N1 სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა
06-10-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებას მიაღწია.
მათ 70 ქულით, რომლის მოპოვებისთვის 373 წამი დასჭირდათ, მეორე ადგილი დაიკავეს. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ანდრია ხვიჩია - VI კლასი, გიორგი ჩიქოვანი - VI კლასი, ლიზი ზარანდია - VI კლასი, ანანო პერტახია - VII კლასი, საბა ჭანტურია - VII კლასი.
აღსანიშნავია, რომ ხობის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 23 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 115 მოსწავლე შეეჯიბრა. გუნდურ ჩემპიონატს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ლევანი ქავთარაძე, მერის მოადგილე - დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ელისო კვიკვინია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ბეატრისა რუსია და ხობის საზოგადოებრივი ცენტრის უფროსი - კობა კობახიძე.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა