„სამშობლოს სიყვარული შენი მშობლიური ადგილიდან იწყება“,- ალპანის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეთა სახალისო და შემეცნებითი „მოგზაურობა“
06-10-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მასწავლებელ თამარ ხუციძის ხელმძღვანელობით, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ. მათ საკუთარი სოფლის საყვარელი ადგილები დაათვალიერეს, უკეთ გაეცნენ და სულ სხვა თვალით დაინახეს. მოსწავლეებმა დრო ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს. 

მშობლიურ სოფელში მათ მოგზაურობას სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი აღწერს.

„რუბრიკიდან „ჩემი მოსწავლეები გაკვეთილების მიღმა“. სამშობლოს სიყვარული შენი მშობლიური ადგილიდან იწყება! შეიგრძენი, განიცადე... ამ ადგილების მშვენიერება და შენი თვალები „ცისფერი პლანეტის“ მშვენიერებას გაათმაგებულად შეიგრძნობს ... და მიხვდები, რომ დედამიწა შენი სახლია და გიყვარდება, როგორც საკუთარი სახლი... ჩემი არაჩვეულებრივი მე-7 და მე-8 კლასი, არაჩვეულებრივი კლასის დამრიგებლით - თამარ ხუციძით, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში! საკუთარი სოფლის საყვარელი ადგილები სულ სხვა ემოციებით შეიგრძნეს...„პიკნიკი ბუნებაში“ - ასე დაარქვეს აქტივობას. მადლობა თქვენ“,- წერს სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203