
თბილისის N12 საჯარო სკოლა, ევროპის სპორტულ კვირეულს, მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებებითა და მოსწავლეთა უშრეტი ენთუზიაზმით, შეუერთდა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში სპორტული ღონისძიებები გაიმართა, რაშიც მოსწავლეები დიდი შემართებითა და მოტივაციით ჩაერთნენ.
სკოლაში, მთელი კვირა საბრძოლო განწყობა სუფევდა. გაიმართა სხვადასხვა სპორტული თამაშები. სპორტდარბაზში, მოსწავლეები ერთმანეთს ღირსეულად შეერკინენ და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
ღონისძიებები, ქომაგთა სამოტივაციო შეძახილებითა და პირველობისთვის მებრძოლი მოსწავლეების შემართებით, მეტად დასამახსოვრებელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პედაგოგები ალა კოლესიდი, თამაზ ფსუტური და ლაშა დოლიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N12 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.