თბილისის N133 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
06-10-2023

თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ, როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე აქტიურად ზრუნავენ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე და ამ მიზნით მოწაფეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, ინტელექტუალური თამაში - „რა ? სად? როდის?“, რომელიც მე-6 ბ კლასში ჩატარდა.

მოსწავლეები შეჯიბრში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ჩვენმა ყოჩაღმა და გონიერმა ბავშვებმა უპასუხეს საინტერესო კითხვებს და მაღალი დაინტერესება და აქტიურობა გამოავლინეს“,- გვიყვებიან სკოლაშო. 

გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები დირექტორმა, ლიანა ფუტკარაძემ გადასცა და მათ წარმატება მიულოცა. 

„მადლობა, ჩვენს გონიერ მოსწავლეებს და კრეატიულ ნინო დამრიგებელს საინტერესო აქტივობებისა და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203