გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს
06-10-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, საყვარელ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე გაულამაზეს

მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად მისალოცი ბარათები გულმოდგინედ გააფორმეს, ფერადი თაიგულებიც შეკრეს და პედაგოგებს მიართვეს. 

ყურადღებით განებივრებულმა პედაგოგებმა, პატარებს მადლობა გადაუხადეს და დღე ამაღლებული განწყობით გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203