
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით მიულოცეს ეს დღე მასწავლებლებს.
მათ საყვარელი მასწავლებლებისთვის მისალოცი ბარათები შექმნეს და ლექსები წაიკითხეს. აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქრისტინე ჭაბუკიანმა სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა. ამის შემდგომ გაიმართა დისკუსია, თემაზე - პედაგოგის განუზომელი როლი მოსწავლის ცხოვრებაში.
„მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება უკეთესობისკენ. სკოლას ყოველთვის ახსოვს ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებსაც მისალოცი ბარათები და დიდი სიყვარული გაუგზავნეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექცია ამ დღეს ყველა პედაგოგს ულოცავს.
იხილეთ ფოტოები: