ჭიათურის N2 საჯარო სკოლის 8 მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
06-10-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის 8 მოსწავლემ ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღირსეულად დაძლიეს ყველა გამოწვევა და 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

„საამაყოა, რომ სკოლას ბევრი გამორჩეული, წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სკოლა სისტემატურად მონაწილეობს საქალაქო ღონისძიებებში, ამასთნ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დამოუკიდებლადაც მრავალ პროექტს ახორციელებენ. ეს წელიც არ არის გამონაკლისი“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც განსაკუთრებით ახარებთ ის ფაქტი, რომ სკოლის საბაზო საფეხური წარმატებით 8 მოსწავლემ დაასრულა.

ესენი არიან: ნიკოლოზ ბიწაძე, ლიზი ჯაოშვილი, ანანო კიღურაძე, ლიზი გაფრინდაშვილი, ქეთევან წერეთელი, ქეთევან ხარაიძე, დავით მოცრაძე, ხატია ხურციძე.

წარჩინებით სწავლისათვის მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“,- დასძენენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203