ზემო ალვანის N2 სკოლის მოსწავლეებს - თამუნა იქაიძესა და თამარ ლაგაზიძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერები გადაეცათ
06-10-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამუნა იქაიძე და თამარ ლაგაზიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დასაჩუქრდნენ. 

მოსწავლეები, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას სიამაყით ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ სწავლა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203