ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი მასწავლებლები მათ არა მხოლოდ განათლებაზე, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. მოსწავლეები მათ მიმდინარეობაშინმონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი ერთმანეთს ფრენბურთში, კალათბურთიში, ფეხბურთსა და „მხიარულ სტარტებში“ შეეჯიბრნენ.