ბუკნარის საჯარო სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
06-10-2023
2 ოქტომბერს, ალექსი ბერაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ხარვეზების გარეშე, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს.
მოზარდები პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
„არჩევნები წესების დაცვით, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა. მონაწილე პირები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ არჩევნების ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებთ გამარჯვებულ კანდიდატებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა