ფერმის საჯარო სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ორიგინალურად მიულოცეს
05-10-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლების ღვაწლს, მათ შრომასა და ამაგს აფასებს.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა და სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. დირექტორმა შახალ ისმაილოვმა, მოსწავლეებთან ერთად, მისალოცი პლაკატი დაამზადა, რითაც თითოეული პედაგოგის მიმართ მადლიერება, დაფასება და პატივისცემა გამოხატა.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს მოსწავლეები სიყვარულით შესცქეროდნენ და ამ მნიშვნელოვან თარიღს ულოცავდნენ.
სკოლაში პედაგოგთა პროფესიონალი გუნდი ხომ სწორედ მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავს. ამიტომაც მათთვის მეტად სასიამოვნოა, რომ აღსაზრდელები ამაგს უფასებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს