ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ გარბენში წარმატებით იასპარეზეს
06-10-2023
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლას აქტიური, მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მათ სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ლანჩხუთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი გარბენში გაიმართა. მასში ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ, ბიჭებს შორის - პირველი, ხოლო გოგონებს შორის, მესამე ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

ღონისძიებას ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
 
„ოლიმპიადაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას.
შეჯიბრი გარბენში ჩატარდა. ბიჭებს შორის, პირველ ადგილზე ლესის, მეორეზე- ნიგოითის, ხოლო მესამეზე სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები გავიდნენ.
გოგონებს შორის პირველი ადგილი ჭანჭათის, მეორე - წყალწმინდის, ხოლო მესამე ადგილი ლესისა და სუფსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203