ნიგოითის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
06-10-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში, პედაგოგების - ლოლიტა ურუშაძისა და ასმათ ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები, დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს აფხაზეთის ომის გამომწვევი მიზეზები, აფხაზეთის ომის ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა უდიდესი დამარცხება და ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა.

ბავშვებმა, ასევე ისაუბრეს იმჟამინდელი სოხუმის მთავრობის წევრებზე - ჟიული შარტავაზე, გურამ გაბისკირიასა და რაულ ეშბაზე, რომელთაც აფხაზეთის დატოვებაზე უარი განაცხადეს. შედეგად კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.

დღე ემოციებით დატვირთული, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203