ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 17 მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა 
06-10-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის, ტობანიერის, სალხინოს, ბზვანის, ისრითის, შუამთის, ზედა ვანის, ამაღლების და ვანის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ. 

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ივანე კორძაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ივანიაძემ 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პირადად მიულოცეს და საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადასცეს.

2022-2023 წლის წარჩინებული მოსწავლეები არიან:

1)იური ნუცუბიძე - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა;
2)მარიამ კორძაძე - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა;
3) გურამ კაცაძე- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა;
4)ავთანდილ ოჩხიკიძე- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა;
5)თათია ხანთაძე- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა;
6)ლუკა ცხვარაძე- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა;
7)გიორგი ძიგრაშვილი-  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა;
8 ) ანი შელია- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლა;
9)თამაზ ღვინტიძე- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლა;
10) ნინი მგელაძე-  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლა;
11)ნანა ძიგრაშვილი-  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლა;
12) მარიამ გუგუციძე-  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლა;
13) ქეთევან გვალია-  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა;
14)ანა ტყეშელაშვილი- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა;
15)მარიამ შაპოვალოვი - ვანის N2 საჯარო სკოლა;
16)ლიზი ვაშაყმაძე - ვანის N2 საჯარო სკოლა;
17) ანა მეფარიშვილი -ვანის N2 საჯარო სკოლა. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203