ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანი შელია და თამაზ ღვინტიძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
06-10-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანი შელია და თამაზ ღვინტიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეები, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პორტაბელური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, რესურსცენტრის უფროსთან ერთად, მოსწავლეებს ლეპტოპები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და მათ წარმატებაში პედაგოგთა ღვაწლს აღნიშნავენ.
„მადლობა, განათლების სამინისტროს ამ წამახალისებელი, მამოტივირებელი საქმიანობისთვის. მადლობა, ისრითის საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისთვის. ვულოცავთ ანი შელიას და თამაზ ღვინტიძეს, ვულოცავთ მათ მშობლებს. მუდამ წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა