„როცა სკოლა სწორ მიმართულებას ირჩევს“ - გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებების კვირეული გაიმართა 
06-10-2023
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა უკვე მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში. 

სკოლაში წელს შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, ჭადრაკში, ბაგირის გადაწევასა და ქართულ ჭიდაობაში. 

კვირეულის ფარგლებში გამართული პირველობების გამარჯვებულ და პრიზიორ მონაწილეებს თასები და სიგელები გადაეცათ.

პირველი ადგილი მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებს შორის გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა - საბა სიჭინავამ დაიკავა, ხოლო გოგონათა შორის მეორე ადგილზე მერვეკლასელი ციალა ახალაია გავიდა. სხვა საპრიზო ადგილებიც მაგიდის ჩოგბურთში გაღმა საჯიჯაოს საჯარო  სკოლის კურსდამთავრებულებმა დაიკავეს.

ეს ის შემთხვევაა, როცა სკოლა სწორ მიმართულებას ირჩევს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაღმა საჯიჯაოს სკოლას არც სპორტული დარბაზი  აქვს და არც კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი. უბრალოდ არსებული რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება ხდება.

„გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის მოსწავლეებს, მათ მასწავლებელს  და კურსდამთავრებულებს წარმატებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203