ჩიხის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებების კვირეული გაიმართა 
06-10-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში, სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 23 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა სპორტული კვირეული, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებით.

კვირეულის ბოლო დღე კი „მხიარულ სტარტებს“ დაეთმო, რომელმაც მოსწავლეები ძალიან გაახალისა.

მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან სპორტის მასწავლებლებს - ბიჭიკო ჭიტაძესა და მელანო ნამგლაძეს, რომელთა ჩართულობითაც ღონისძიება წარმატებით ჩატარდა. 

„მადლობა ღონისძიების ინიციატორებს, სპორტის მასწავლებლებს - ბიჭიკო ჭიტაძეს და მელანო ნამგლაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203