ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს - მათ ღვაწლსა და ამაგს აფასებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ დირექტორმა, ვერა ოდიკაძემ ყველა პედაგოგს მისალოცი ბარათები გადასცა და ოვაციების ფონზე, პროფესიული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.
სკოლაში საზეიმო განწყობა იყო, მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ლექსები წაუკითხეს, ყვავილები მიართვეს და მადლიერი თვალებით შესცქეროდნენ.
„დღენათელო, დღეგრძელო
ყველგან ცოდნის მძებნელო
მაგ მადლიან მადლისთვის
გმადლობთ მასწავლებელო“,- აღნიშნული სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას.
„მასწავლებელი, ლექსები მასწავლებელზე, სიმღერები მასწავლებელზე, თაიგული მასწავლებლებს, ერთად აცეკვებული მოსწავლე მასწავლებელი - აი ასეთი დღესასწაული უხდება სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: