ქვეშის საჯარო სკოლაში სპორტული თამაშები გაიმართა
05-10-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავს. 

ამჯერად სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - მ.კალატოზიშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობები ჩატარდა.  შეჯიბრებები მოძრავ თამაშებში გაიმართა. მათში როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203