ახალშენის N2 სკოლაში სპორტის კვირეული გაიმართა 
05-10-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო სასკოლო სპორტის კვირეული, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო სპორტული შეჯიბრებები გაიმართა, რომლებშიც ბავშვები სპორტის მასწავლებელ ბადრი შამილაძეს ხელმძღვანელობით მონდომებით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეულმა წარმატებით ჩაიარა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203