
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულში დიდი მონდომებით ჩაერთო.
კვირეულის ფარგლებში, სპორტის მასწავლებელმა - ნუგზარ ცხადაძემ მე-5 კლასში „მხიარული სტარტები“ ჩაატარა, ხოლო VIII, IX და X კლასის მოსწავლეებთან კი შეჯიბრება კალათბურთში.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„აღნიშნულმა კვირეულმა ხელი შეუწყო მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: