ახალსოფლის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილოვდნენ
05-10-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, მათ განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამის დასტურია ისიც, რომ გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - თამთა გოგიაშვილმა, ლიზი კვინიკაძემ და ლიკა მარტიაშვილმა სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრეს. ისინი საზეიმოდ დააჯილდოვეს.
სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და ცხოვრების გზაზე წარმატებას უსურვებენ.