ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის სწავლა ხალისით დაიწყეს
05-10-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ. მათ შორის არის პირველი კლასის დამრიგებელი ლუიზა სუხიტაშვილი, რომელიც პატარა მოსწავლეებთან განსაკუთრებული სიყვარულით მუშაობს.
ამჯერად, კლასში საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული ანბანის გაცნობას ეძღვნებოდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს