საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
06-10-2023
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის წავლა ხალისით დაიწყეს. 

მათ სასწავლო მოტივაციაზე კი პედაგაგომა იზრუნა, რომელმაც პატარებს საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა და არაერთ საინტერესო თუ სახალისო აქტივობაში ჩართო. 

დირექტორმა, ნატალია კურდღელაშვილმა პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

„ჩვენი ყველაზე პატარა, ყველაზე სუფთა და გულწრფელი პატარები ანბანს შეხვდნენ... ყველაზე განათლებულები მინდა იყოთ!

სუფთა გონებას თქვენი ნასწავლი ასოებით შემატეთ სიბრძნე, კეთილშობილება, ერთმანეთის სიყვარული, განათლება რომელიმე მეცნიერების შესწავლა არაა მხოლოდ, თქვენი ქვეყნის, რწმენის და ერთმანეთის პატივისცემაა, მინდა ბევრი ისწავლოთ და ბევრი ცოდნის სწორი ანალიზი შეძლოთ... უამრავ წარმატებას გისურვებთ ჩემო პატარებო, კითხვის სამყაროში“,- აღნიშნა დირექტორმა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203